ახალციხეში მარტოხელა და მარჩენალდაკარგული მცირეწლოვანი შვილების დედებს დედის დღე მიულოცეს

დღეს, 3 მარტს, ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მარტოხელა და მარჩენალდაკარგული მცირეწლოვანი შვილების დედებს  და დედით ობოლ ბავშვებს  ადგილობრივი თვითმმართველობის  წარმომადგენლებმა  დედის დღე  მიულოცეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბენეფიციარები  პირადად მოინახულეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, მერის მოადგილეებმა ილია ზარდიაშვილმა, რუბენ კარაპეტიანმა და ვაჟა გაჩეჩილაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ,  მოადგილეებმა დავით ტაბატაძემ და  ჰამბარცუმ ბაბოიანმა, ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ინა კაპანაძემ,  ასევე  მერიის სამსახურების თანამშრომლებმა,   ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებმა და ახალციხის ახალგაზრდული საბჭოს წევრებმა.

დღესასწაულთან  დაკავშირებით  ქალაქ ახალციხესა და მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ   50 ოჯახს მერიისგან    საჩუქრად საოჯახო ნივთები და ყვავილები  გადაეცათ. ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის   სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

დედის დღე საქართველოში 1991 წლიდან აღინიშნება,  ქვეყნის  პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ინიციატივით.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ყველა დედას გილოცავთ დედის დღეს და გაზაფხულის დღესასწაულებს!

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები