კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა და თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა თელავში მდებარე ორი სამშობიარო დაწესებულების სამედიცინო პერსონალის წევრ ქალბატონებს დედის დღე მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ინფორმაციას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ალადაშვილმა მედპერსონალს წარმატებები უსურვა.
“სამშობიარო დაწესებულება ის ადგილია, სადაც თითქმის ყოველ დღე ახალი სიცოცხლე იბადება და თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ასეთი მნიშვნელოვანი სიცოცხლის ზეიმის მონაწილე ხართ.
გილოცავთ დედის დღეს და გისურვებთ წარმატებებს, როგორც პირად, ასევე პროფესიულ საქმიანობაში!”,- აღნიშნა გიორგი ალადაშვილმა.