მამუკა მდინარაძე: როდესაც დაფინანსებები ხდება პარტიული კუთხით და ამ დროს ეს არის შეფარული, თითქოს, ეს „ენჯეოს“ დაფინანსებაა, თავსთავად ეს დემოკრატიის ხარისხისთვის, გამჭვირვალობისთვის დამაზიანებელია

მოდით, იმაზეც ნუ დავდებთ თავს, ვის სასარგებლოდ შეიძლება ჩაერიოს ოკუპანტი ქვეყანა ქართულ არჩევნებში. ეს არავინ იცის, რა პოლიტიკას განსაზღვრავს. საქმე ასე პრიმიტიულად ხომ არ არის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, ვისგან შეიძლება მოელოდნენ საფრთხეს არჩევნებზე საქართველოში.

„არაფერი რუსეთისგან გამორიცხული არ არის, როდესაც რუსეთის ლიდერი ძალიან აქებს დემოკრატ ბაიდენს, რომელიც თანამედროვე სამყაროში უკრაინის მხარდამჭერია რუსეთთან ომში და ამბობს, რომ ის ჩვენ გვაწყობსო, არაფერი არ არის გამორიცხული. ამიტომ, მოდით, იმაზეც ნუ დავდებთ თავს, ვის სასარგებლოდ შეიძლება ჩაერიოს ოკუპანტი ქვეყანა ქართულ არჩევნებში და ეს არავინ იცის, რა პოლიტიკას განსაზღვრავს. საქმე ასე პრიმიტიულად ხომ არ არის?!

რაც შეეხება ყველა იმ დონორ ორგანიზაციას, რომელიც თავის მხრივ აღვივებს ანტიევროპულ განწყობებს, რომლის უკან დგას მცდელობა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოდერნიზაციის სიმბოლოდ წარმოჩინდეს, ეს ათასჯერ აზიანებს ევროპულ განწყობებს საქართველოში, ვიდრე ბევრი სხვა რამ.

როდესაც დაფინანსებები ხდება პარტიული კუთხით და ამ დროს ეს არის შეფარული, თითქოს, ეს არის „ენჯეოს“ დაფინანსება, თავსთავად ეს დემოკრატიის ხარისხისთვის, გამჭვირვალობისთვის არის დამაზიანებელი“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები