ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, კონსტანტინე გამსახურდია პოლონური ინსტიტუტის დირექტორს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, კონსტანტინე გამსახურდია პოლონური ინსტიტუტის დირექტორს, მაგდალენა ვოჟდასიევიჩს შეხვდა.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო პოლონურ-ქართულ ურთიერთობებს. საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ვარშავის ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება დაიგეგმა.
სტუმარმა დაათვალიერა ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი კორპუსის ფოიე, რომელიც პოლონური წარმოშობის მხატვრის, ჰენრიხ ჰრინევსკის მიერ არის მოხატული.