“ჰამასი”: ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვმა 30 ათასს გადააჭარბა, მათგან 70% ქალი და ბავშვია

ისრაელსა და “ჰამასს” შორის 2023 წლის 7 ოქტომბერს დაწყებული ომის შემდეგ, 30 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული.

ამის შესახებ “ჰამასის” მიერ კონტროლირებად ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

აღსანიშნავია, რომ ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო თავის მონაცემში არ აკონკრეტებს, თუ რამდენია დაღუპულთაგან მშვიდობიანი მოქალაქე, თუმცა, ბოლო ანგარიშებში ხაზს უსვამდა, რომ დაღუპულთა, დაახლოებით, 70% ქალი და ბავშვია.

ისრაელის შეფასებით, 7 ოქტომბრიდან “ჰამასის”, დაახლოებით 10 000 მებრძოლია ლიკვიდირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები