ირაკლი ზარქუა: რაც უნდა პროპაგანდა აწარმოონ, დედა დედაა და მამა მამაა, ეს ძალიან კარგად ვიცით ყველამ

რაც  უნდა პროპაგანდა აწარმოონ, დედა დედაა და მამა მამაა, ეს ძალიან კარგად ვიცით ყველამ, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, “ხელმოცარულებს არ მიეცემათ საშუალება, რომ ჩვენი ბავშვები და ახალგაზრდები გარყვნან”.

„სანამ საქართველო იქნება მართლმადიდებლური და სანამ ქართველი კაცი იცხოვრებს აქ, ამ ხელმოცარულებს არ მიეცემათ საშუალება, რომ ჩვენი ბავშვები და ახალგაზრდები გარყვნან. რაც არ უნდა პროპაგანდა აწარმოონ, დედა დედაა და მამა მამაა, ეს ძალიან კარგად ვიცით ყველამ. დანარჩენი, ვინ და რომელი ქვეყანა რა გზას ადგას, ეს მათი საზოგადოების გადასაწყვეტია“, – განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, სოციალურ ქსელში გამოჩნდა ახალი წიგნის პრეზენტაციის ანონსი, სახელწოდებით – „ცისფერი, ანუ ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში“ და ამ წიგნის დამფინანსებლები არიან ჰოლანდიის საელჩო, შვეიცარიის საელჩო და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები