სამხრეთ აფრიკაში საარჩევნო მიტინგში მონაწილეობის შემდეგ, ავარიის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ აფრიკაში მმართველი პარტიის – “აფრიკის ნაციონალური კონგრესის” და პრეზიდენტ კირილ რამაფოსას საარჩევნო მიტინგის შემდეგ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა.

პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ რამაფოსას მხარდამჭერები ავტობუსით მშობლიურ პროვინციაში დილით ბრუნდებოდნენ, რა დროსაც ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.

მომხდარის შედეგად, 17 ადამიანი დაშავდა, მათი ნაწილის მდგომარეობა მძიმეა.

სამხრეთ აფრიკაში საპარლამენტო არჩევნები 29 მაისს უნდა ჩატარდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები