ნავალნის პრესსპიკერი: ალექსეი ნავალნი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელზე უნდა გაეცვალათ
რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელზე – ვადიმ კრასიკოვზე უნდა გაეცვალათ.
ამის შესახებ ნავალნის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„ფაქტობრივად, უკვე ამ დღეებში უნდა მომხდარიყო მისი გაცვლა. პუტინისთვის იყო შეთავაზებული”,- დაწერა იარმიშმა.
მანამდე, Bild-მა დაწერა, რომ შეერთებული შტატები, რუსეთი და გერმანია, გარდაცვალებამდე, ნავალნის გაცვლის საკითხს განიხილავდნენ, პოლიტიკოსი “დღე დღეზე უნდა გამოეშვათ”.
„მოლაპარაკებებში მონაწილეობდა მოსკოვი, ვაშინგტონი და ბერლინი. ვლადიმერ პუტინს სურდა გერმანიაში პატიმრობაში მყოფი რუსი აგენტის, ვადიმ კრასიკოვის მიღება. განიხილებოდა, რომ სანაცვლოდ, პუტინი ნავალნის გაათავისუფლებდა“, – წერს გამოცემა.
ნავალნის თანამოაზრემ მარია პევჩიხმა ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ იგეგმებოდა ვადიმ კრასიკოვის სანაცვლოდ მოსკოვი ნავალნის და აშშ-ის ორ მოქალაქეს გამოუშვებდა.