“ნამდვილად გჭირდებათ, რომ დასავლეთმა ჩვენი არჩევნები აღიაროს? შეხედეთ, როგორი “დემოკრატიულია” უკრაინა” – ლუკაშენკო
ბელარუსში საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების დასრულების შემდეგ, ალექსანდრე ლუკაშენკომ მედიის კითხვებს უპასუხა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ფიქრობს იმაზე, რომ დასავლეთი ამ არჩევნებს არ აღიარებს, ლუკაშენკომ რიტორიკული კითხვით უპასუხა: “ნამდვილად გჭირდებათ ეს? ვთქვათ, აღიარებენ.”
ამ ჭრილში მან მსოფლიოს კონფლიქტები და უკრაინა გაიხსენა.
„რას მიაღწია უკრაინამ? ისეთი „დემოკრატიულია“, მეტიც რომ არ შეიძლება. და ეს გაგიჟებულები, განსაკუთრებით ევროპელები, გასაგებია, ამერიკელებს რა უნდათ, მაგრამ ევროპელებს რა უნდათ? ამბობენ, უკრაინაში ნამდვილი დემოკრატიაო. გჭირდებათ ასეთი დემოკრატია? ჩვენ არა. არავის სჭირდება ომი. აი, სანამდე მიიყვანა მათმა დემოკრატიამ. დიდი ხანია დაავიწყდათ, რა არის ნამდვილი დემოკრატია და თავისუფლება. ამიტომ, უნდა დამშვიდდეთ და საკუთარი საქმე აკეთოთ. ყველაფერი აკეთოს ის, რაც ხალხის ინტერესშია”,- თქვა ლუკაშენკომ.