რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების შეფასებით, ირაკლი კობახიძესა და მამუკა მდინარაძესთან შეხვედრა პროდუქტიული იყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებთან შეხვედრა გამართეს.

მედპერსონალის განცხადებით, აღნიშნული შეხვედრა პროდუქტიული იყო და საკითხზე კონსულტაციები კვლავ გაგრძელდება.

„ყველა მტკივნეული საკითხი, რაც გვაწუხებდა და რისი თქმაც გვინდოდა, რა არგუმენტებიც გვქონდა, ყველამ აბსოლუტურად დაუფარავად მოვახსენეთ. ძალიან კმაყოფილები ვართ, იმიტომ რომ პრემიერ-მინისტრმა პირველი პირიდან გაიგო საწუხარი. ჩვენ ვუთხარით, რომ სანამ დემონტაჟი გადაწყდება, სანამ პროექტები და საქმიანი წინადადებები წამოვა, მანამდე შეჩერდეს ბრძანება რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციის შესახებ“, – განაცხადა ექიმმა, ნინო ოთარიშვილმა.

ამასთან, ექიმი მალხაზ გოგუაძე იმედოვნებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნისთვის და ყველა მხარისთვის სასიკეთო იქნება.

„ძალიან ყურადღებით გვისმენდა, შეკითხვებსაც სვამდა. მე ვთვლი, რომ ის, რისი გაგებაც უნდოდა, ყველაფერი გაიგო. რა თქმა უნდა, ერთი შეხვედრის შემდეგ მაშინვე გადაწყვეტილებას ვერ გამოაცხადებდა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გადაწყვეტილება იქნება ქვეყნისთვის და ყველასთვის სასიკეთო“, – აღნიშნა ექიმმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები