ბეჟან წაქაძე: რა ეშველება ქვეყანას, ოპოზიცია, ფაქტობრივად, არ არსებობს; არადა აუცილებელია
მმართველი გუნდის წევრი, ბეჟან წაქაძე პარლამენტის თავმჯდომარის წლიური ანგარიშით კმაყოფილია და აცხადებს, რომ შალვა პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას სწორი აქცენტები გააკეთა.
ასევე, წაქაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ოპოზიცია არ არსებობს.
“ძალიან ამაყი ვარ, რომ დღეს ჩემი პარლამენტის თავმჯდომარემ, ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ ყველა ისეთი აქცენტი გააკეთა, რომ ოპოზიციამ, ფაქტობრივად, ერთი კითხვა ვერ დასვა იმ საკითხებზე, რაც თქვენ ჩამოაყალიბეთ. დამაჯერებლად და 100%-იანი სიმართლით ისაუბრეთ დღეს და 2024 წლის არჩევნების წინასწარი შედეგები, ფაქტობრივად, ცნობილია…
რა ეშველება ქვეყანას, ოპოზიცია, ფაქტობრივად, არ არსებობს. არადა, აუცილებელია”, – აღნიშნა წაქაძემ.