არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციას არანაირი სტრატეგია არ გააჩნია, დეკემბერში მათი ნათქვამი თოვლის მოსვლამდე დადნა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დღევანდელ ოპოზიციურ სპექტრს არავითარი საარჩევნო სტრატეგია არ გააჩნია და დაბნეულები არიან.

მისი თქმით, ოპოზიციას დესტაბილიზაციის გეგმა ჩაეშალა და სრულიად გაკოტრებულია.

„ოპოზიციას აქვს ის შედეგი, რომ დღეს აღარ გააჩნია არავითარი სტრატეგია იმიტომ, რომ დეკემბერში მათი ნათქვამი თოვლის მოსვლამდე დადნა, რაც ჰქონდათ გეგმაში. ეს იყო დაბლოკა კანდიდატის სტატუსის, ეკონომიკური ჩავარდნა, დესტაბილიზაცია, ქვეყნის შიდა სიტუაციის არევა და უსაფრთხოების ჩამოშლა. ეს ყველაფერი დაკარგეს დეკემბერში და ამიტომ არიან დღეს დაბნეულები. ოპოზიციას ჩამოეშალა მთელი თავისი გეგმა, რაზეც იყვნენ აწყობილები, გაეშიფრათ კონტრაქტები. დღეს რას ვხედავთ, პრაქტიკულად, დააკონსერვეს მშობლიური „ნაციონალური მოძრაობა“ და ახლა დაწყებული აქვთ „ნაციონალური მოძრაობა 2-ის“ შექმნა. რეალურად მიხვდნენ, რომ ეს ოპოზიცია გაკოტრებულია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები