ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიცია უტიფრად აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლის ადგილია
“დღეს ფინანსთა მინისტრის მოსმენა იყო პარლამენტში და ოპოზიცია კიდევ უტიფრად აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ საქართველო არის სანქციების გვერდის ავლის ადგილი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია “ფეიკის” მუდმივი გამეორებითაა დაკავებული.
„ასჯერ გაეცა ამ საკითხს პასუხი, ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ოფიციალურმა ორგანიზაციებმა, რომლებიც აკვირდებიან ამ მიმართულებით მსოფლიოში რა მდგომარეობაა, აღნიშნეს, რომ საქართველო არის სამაგალითო ქვეყანა სისტემურად როგორ ახორციელებს საერთაშორისო ვალდებულებებს. მაგრამ ფეიკი გათვლილია ერთ რამეზე – რომ უარყოფითი ინფორმაცია გაცილებით უფრო ადვილი დასაჯერებელი ხდება, ვიდრე კარგი. ჩვენი ოპოზიცია ამ უარყოფითი, ამ ფეიკის მუდმივი გამეორებითაა დაკავებული“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.