“რა თვალსაჩინო და ღირებული შედეგიც უნდა ჰქონდეს ქვეყანას ამ ხელისუფლების პირობებში, ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში იქნება აღქმული” – ირაკლი ქადაგიშვილი

„რა თვალსაჩინო და ღირებული შედეგიც უნდა ჰქონდეს ქვეყანას ამ ხელისუფლების პირობებში, ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში იქნება აღქმული. ამ მავნე მდგომარეობიდან ვერ გამოდის“, – ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ ბრიუსელში პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის ვიზიტის შესახებ ოპოზიციის უარყოფით დამოკიდებულებას.

„ოპოზიციის თავდაჯერებული პოზიცია იყო წინა წლის დეკემბრამდე, რომ საქართველოს ამ ხელისუფლების პირობებში არავინ მისცემდა კანდიდატის სტატუსს. მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და კი არ აღიარეს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო და ხელისუფლებამ ეს შეძლო, ითქვა, რომ ხელისუფლება აქ არაფერ შუაშია, ოპოზიციის დამსახურებაა და ა.შ. რა პროგრესიც არ უნდა მოხდეს, რა თვალსაჩინო და ღირებული შედეგიც არ უნდა ჰქონდეს ქვეყანას ამ ხელისუფლების პირობებში, ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში იქნება აღქმული. ამ მავნე მდგომარეობიდან ვერ გამოდიან.

ამიტომაც არის, რომ მათ კრიტიკულ შეფასებებს საზოგადოებაში ნდობა აქვს დაკარგული. ძალიან ელემენტარულ ჭეშმარიტებებზეც კი უწევთ უარყოფითი კომენტარების კეთება“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები