გერმანია 300 ათასზე მეტმა უკრაინელმა ლტოლვილმა დატოვა.
ამის შესახებ N-tv წერს.
რუსული აგრესიის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ, გერმანიაში უცხოელთა ცენტრალურ რეესტრში თითქმის 1,143 მილიონი უკრაინელი ლტოლვილია რეგისტრირებული. მათგან დაახლოებით 682 ათასი ქალია, დაახლოებით 458 ათასი – მამაკაცი.
მათგან რამდენი დაბრუნდა უკრაინაში და რამდენი ცხოვრობს სხვა ქვეყანაში, სტატისტიკურად არ არის დაფიქსირებული.
გერმანიაში მყოფი ლტოლვილების 21%-ია დასაქმებული.