პოლონეთში საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის, ბავშვებს მანქანა დაეჯახა
პოლონეთში, ქალაქ ვოინიცში ავტომობილი საქართველოს 4 მოქალაქეს შეეჯახა, მათ შორის ორი ბავშვია.
დაშავებულია ორი ზრდასრული მამაკაცი და ორი 13 წლის მოზარდი.
ადგილობრივი მედია წერს, რომ ავტომობილი ტროტუარზე შევარდა, საჭესთან 90 წლის მამაკაცი იჯდა.
დაშავებულთაგან ორი ჰოსპიტალიზებულია, ორს დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
დაწყებულია გამოძიება.