13 თებერვალი

10:30
“ქორთიარდ მარიოტში” იუსტიციის სამინისტროსა და ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ინიციატივით ინფორმაციის თავისუფლების რეფორმის შესახებ მრგვალი მაგიდა გაიმართება.
10:50
„რეპორტიორის“ პრესკლუბში ედპ-ს ლიდერი ბაჩუკი ქარდავა ბრიფინგს გამართავს. თემა: საკრებულო-მერიის ბიუჯეტი, რუსეთ -საქართველოს პრეზიდენტების მოსალოდნელი შეხვედრა, თვითმმართველობის არჩევნები.
11:00
„ქორთიარდ მარიოტში“ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორიდანციო საბჭოს ფარგლებში მრგვალი მაგიდა გაიმართება.
11:00
თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილის პროცესი გაიმართება.
11:00
“პირველ პრესკლუბში” პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის შედეგები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში საკრებულოს თავმჯდომარე ჯაბა სამუშია, საკრებულოში განვითარებული მოვლენების შესახებ პრესკონფერენციას გამართავს.  [divider] Insert you content here [/divider]
11:00
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში, ადვოკატი ნონა კირთაძე პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ზუბალაშვილების ქ. №36  [divider] Insert you content here [/divider]
11:00
საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლების შიმშილობის აქციას კიდევ რამდენიმე თანამშრომელი შეუერთდება. მისამართი: ცინცაძის ქ.№6 (ყოფილი საბურთალოს ქ.№28)  [divider] Insert you content here [/divider]
11:30
“პირველ პრესკლუბში” „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ლევან ვეფხვაძე პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22  [divider] Insert you content here [/divider]
11:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში პარტია „თავისუფალი საქართველოს” გენერალური მდივანი ალექსანდრე შალამბერიძე საგანგებო ბრიფინგს გამართავს. თემა: ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული კულუარული ინფორმაცია. [divider] Insert you content here [/divider]
11:30
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი პრესკონფერენციას გამართავს.  [divider] Insert you content here [/divider]
11:30
NEW
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში სერგო რატიანი პრესკონფერენციას გამართავს.  [divider] Insert you content here [/divider]
12:00
“საქართველოს ბანკის” მიერ, „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის“ დაფუძნების შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან “საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური და „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის“ რექტორი აკაკი ხელაძე. მისამართი: მიცკევიჩის N29  [divider] Insert you content here [/divider]
12:00
“რედისონში”, ექსპერტები ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე, ირაკლი ლექვინაძე, ლევან ალაფიშვილი და გიორგი აბაშიშვილი ბრიფინგს გამართავენ. თემა: ბანკებისთვის არასაბანკო საქმიანობის აკრძალვა და მიმართვა ხელისუფლებას.  [divider] Insert you content here [/divider]
12:00
„სოკარ ჯორჯია გაზი” აჭარის ოფისში, მოსახლეობაში მიმდინარე ინდივიდუალური გაზიფიცირების პროცესებთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს. ასევე საუბარი შეეხება განვადებასთან დაკავშირებულ საკითხებს. [divider] Insert you content here [/divider]
12:00
საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში მცირე და საშუალო ბიზნესის დაწყებისა და განვითარების საკითხით დაინტრესებულ პირთათვის შეხვედრა გაიმართება.  [divider] Insert you content here [/divider]
12:00
ცენტრალური საარჩევნო კომისია, მედიის წარმომადგენლებს ცესკოში მიმდინარე საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების პროცესს გააცნობს. მისამართი: აღმაშენებლის ხეივანი მე-13კმ.  [divider] Insert you content here [/divider]
12:00
“ლიბერთი ბანკის” ცენტრალურ ოფისთან “ქართული დასის” ბრიფინგი გაიმართება. თემა: ვინ ისქელებს ჯიბეს უკანონო საპროცენტო განაკვეთით წინასწარ გაცემულ პენსიაზე, ე.წ. საპენსიო ოვერდრაფტზე.  [divider] Insert you content here [/divider]
12:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ზაზა გაბუნია ბრიფინგს გამართავს. თემა: საკრებულო-მერიის საკითხი.  [divider] Insert you content here [/divider]
12:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: დედაქალაქის ბიუჯეტი. [divider] Insert you content here [/divider]
12:00
“პირველ პრესკლუბში” არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკონომიკური განვითარების ცენტრის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22  [divider] Insert you content here [/divider]
12:30
“პირველ პრესკლუბში” საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე მიხეილ ქავთარაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ჩავარდნილი ბიუჯეტი. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22  [divider] Insert you content here [/divider]
12:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში პოლიტოლოგი, ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა, სოჭის ოლიმპიადა, ყოფილი პრეზიდენტის სასახლის სახელმწიფო საჭიროება.  [divider] Insert you content here [/divider]
13:00
“რედისონში“ სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია “საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის“ პროექტის ფარგლებში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების ანგარიში. საკონტაქტო პირი: ნანა ჩინჩილაკაშვილი 599 50 26 19  [divider] Insert you content here [/divider]
13:00
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სართიჭალის საზოგადოებრივ ცენტრში, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ელენე გოცაძე და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამის (ENPARD) კომუნიკაციების ხელმძღვანელი აკაკი გოგიჩაიშვილი სართიჭალის ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავენ.  [divider] Insert you content here [/divider]
13:00
“დემოკრატიული მოძრაობის” მთავარ ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება. საკონტაქტო ნომრები: 599569991; 577209000 [divider] Insert you content here [/divider]
13:00
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კრიზისული სიტუაციების მართვის შტაბის ამოქმედებასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: კოსტავას I შესახვევი, 33 („ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ)  [divider] Insert you content here [/divider]
13:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ფრიდონ საყვარელიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: უნიკალური პროგრამა ქართული ენის გადასარჩენად.  [divider] Insert you content here [/divider]
13:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში იურისტი, ყოფილი დეპუტატი ვალერი გელბახიანი ბრიფინგს გამართავს.  [divider] Insert you content here [/divider]
13:30
რადიო “იმედის” პრესკლუბში სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე მოვლენები. მისამართი: ლუბლიანას ქ. №5, IV პავილიონი საკონტაქტო პირი: ნინო მეუნარგია 577440705  [divider] Insert you content here [/divider]
14:00
„რედისონში“ საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებბეზე და ჩატარებული არჩევნების შედეგად მიღებულ გამოცდილებაზე იმსჯელებენ.  [divider] Insert you content here [/divider]
14:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ბრიფინგს გამართავს.  [divider] Insert you content here [/divider]
14:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში ნინო ანანიაშვილი, რეზო ჭეიშვილი, ჯანლუკა მარჩიანო, ლელა მჭედლიძე და ზურა ლომიძე ოპერასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: ოპერის თანამშრომლების უსაფუძლო ბრალდებებს უპასუხებენ.  [divider] Insert you content here [/divider]
14:00
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის სახელობის საგამოფენო დარბაზში მეფე გიორგი XII-ს კუთვნილი კარაბადინის ცენტრისთვის გადაცემის ცერემონია გაიმართება. მისამართი: ალექსიძის ქ. №1/3 საკონტაქტო პირი: თამარ კაკუბავა 577 200 703  [divider] Insert you content here [/divider]
14:00
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი და ცენტრის წარმომადგენლები ქუთაისის N#1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან და პედაგოგებთან შეხვედრას გამართავენ. [divider] Insert you content here [/divider]
14:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში ადვოკატი ვასიკო მამულაშვილი, ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი, მარინა მიქაუტაძე, პროფესორი მერაბ გეგია ბრიფინგს გამართავენ. თემა: თეატრალურ უნივერსიტეტში ფინანსური აუდიტის მოთხოვნა, რექტორის არჩევნები, მიმართვა პრემიერ-მინისტრს.  [divider] Insert you content here [/divider]
17:00
„თბილისი მერიოტში“ საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ადამიანის უფლებათა საკითხებში საქართველოს ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართება.  [divider] Insert you content here [/divider]
19:00
გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის მცირე სცენაზე გაიმართება თეატრ სტუდია „ზოლოტოე კრილცოს“ სპექტაკლის ”სარკე” პრემიერა. სპექტაკლი საქველმოქმედოა და მას დაესწრებიან ბავშვები სხვადასხვა სკოლებიდან და ბავშვთა სახლებიდან.  [divider] Insert you content here [/divider]

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები