ირაკლი კობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ დაბადების დღეს – ის არის საქართველოს პატრიოტი და პოლიტიკის გროსმაისტერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ დაბადების დღეს!
ბიძინა ივანიშვილი წლების მანძილზე უპრეცედენტო საქველმოქმედო მოღვაწეობით ზრუნავდა ქართული კულტურისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებაზე, 2012 წელს კი მან განახორციელა უპრეცედენტო პოლიტიკური ქველმოქმედება და უდიდესი რისკის ფასად, ანტიევროპული ტიპის ავტორიტარიზმი დემოკრატიული მმართველობით ჩაანაცვლა.
ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოს პატრიოტი და პოლიტიკის გროსმაისტერი. არაერთხელ აღინიშნა და კიდევ ერთხელ უნდა ითქვას – ის, რომ საქართველოს დღეს აქვს მშვიდობა, დემოკრატია, ეკონომიკური წინსვლა და ქვეყანამ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, პირველ რიგში, არის სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურება.
ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვუსურვებ დღეგრძელობას, ჯანმრთელობას, ყოველივე საუკეთესოს მის გამორჩეულ ოჯახთან ერთად!”,- წერს კობახიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები