“ნავალნის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საჩივარი არ მიგვიღია” – იამალო-ნენეცის საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისია

რუსი ოპოზიციონერი, ალექსი ნავალნი რუსეთის კოლონიაში შეუძლოდ ადგილობრივი დროით დღის 13:00 საათზე გახდა.

ამის შესახებ ტელეგრამის არხი – BAZA წყაროზე დაყრდნობით წერს.

მათი ინფორმაციით, პოლიტიკოსის დასახმარებლად სასწრაფო გამოიძახეს, თუმცა, ის 14:17 საათზე გარდაიცვალა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს, რომ პროცედურული გამოძიება დაიწყეს.

იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიაში განაცხადეს, რომ “ნავალნის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საჩივარი არ მიუღიათ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები