გურამ მაჭარაშვილი: საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რომ საქართველო ევროკავშირში უნდა გაწევრიანდეს, “ლელოში” ან რომელიმე სხვა პარტიაში კი არა
ჩვენ გვექნება ძალიან კარგი ურთიერთობები ევროპელებთან და ამ 9 რეკომენდაციასა და ბევრ სხვა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ, – ამის შესახებ ”ხალხის ძალა” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციის შესრულების პროცესზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციამ ამ საკითხებზე მსჯელობის ნაცვლად საკუთარი გეგმები წარმოადგინა.
“ნაცვლად იმისა, რომ ევროკავშირის მიერ წარმოდგენილ გეგმაზე გვემსჯელა და წარმოდგენილიყვნენ, თავისი გეგმები წარმოადგინეს. უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ საქართველო ევროკავშირში უნდა გაწევრიანდეს, “ლელოში”, ან რომელიმე სხვა პარტიაში კი არ უნდა გაწევრიანდეს, რომ იმათი გეგმები გვაინტერესებდეს. ჩვენ გვექნება ძალიან კარგი ურთიერთობები ევროპელებთან და ამ 9 რეკომენდაციას და ბევრ სხვა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ. რას გააკეთებს ოპოზიცია, ეს უკვე მათი დღის წესრიგია”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.