ევროკავშირის ელჩი: მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ გუშინ გადაწყვიტა, მიემართა ეუთო-ოდირისთვის და ეთხოვა გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნა

მე იმედი მაქვს, რომ არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, მაგრამ ასევე საარჩევნო პროცესი იქნება თავისუფალი და სამართლიანი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის მეორე ნაბიჯი იმ ცხრიდან, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას.

“მე მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ გუშინ გადაწყვიტა, მიემართა ეუთო-ოდირისთვის და ეთხოვა გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნა, ჩვენი წევრი სახელმწიფოები, რომლებიც ეუთოს წევრები არიან, ასევე, მხარს უჭერენ ამას. რა თქმა უნდა, ჩვენც, როგორც ევროკავშირი, ვაფუძნებთ რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას აქ საქართველოში, რომლებიც სპეციალიზებულები არიან არჩევნების მონიტორინგზე. ასე რომ, ჩვენ იმედი გვაქვს,  2024 წლის არჩევნები საქართველოში ჩატარდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტით”, – აღნიშნა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები