გივი მიქანაძე: ოპოზიციამ და მათთან დაკავშირებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ძალიან კარგად იციან, რომ პირწმინდად აქვთ ეს არჩევნები წაგებული და უნდათ პროცესის დისკრედიტაცია

მმართველი გუნდის წევრი, გივი მიქანაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადებას ეხმაურება.

„გამჭვირვალობა“ რასაც აცხადებს, ეს არის იმ პროცესისა და ნარატივის გაგრძელება, რასაც რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რომ თავს მოახვიოს საზოგადოებას და შეცდომაში შეიყვანოს ჩვენი დასავლელი პარტნიორები. მათი მიზანია მაქსიმალურად დისკრედიტირებული იყოს ცესკო. როდესაც გვთავაზობენ 19 აპრილის შეთანხმებაში მოყვანილ სისტემას, ისმის ძალიან მარტივი კითხვა – რომელ ქვეყანაშია მსგავსი სისტემა? პასუხი თვითონ ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის ექსპერტებმა გვითხრეს – არცერთ ქვეყანაში მსგავსი სისტემა არ არსებობს. მაშინ რატომ უნდა დამკვიდრდეს ის საქართველოში? პროცესების მთავარი არსი ის არის, რომ ოპოზიციამ და მათთან დაკავშირებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ძალიან კარგად იციან, რომ პირწმინდად აქვთ ეს არჩევნები წაგებული და უნდათ ამ პროცესის დისკრედიტაცია“, – აცხადებს მიქანაძე.

ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადებით, საარჩევნო კანონმდებლობაში საპარლამენტო უმრავლესობის ცვლილებები წინააღმდეგობაშია ევროკომისიის მოთხოვნებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები