ირაკლი ღარიბაშვილი: უნდა შევახსენო სალომე ზურაბიშვილს, რომ მისი რეიტინგი იყო 1% და ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ მოიყვანა ის პრეზიდენტად

“ვინაიდან აღარ ვარ მთავრობის ხელმძღვანელი და ვარ პარტიის ხელმძღვანელი, ჩემს თავს მივცემ უფლებას და პირდაპირ ვიტყვი, სალომე ზურაბიშვილმა ჩაიდინა ღალატი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ზურაბიშვილმა თავად აირჩია რადიკალური ექსტრემისტული ოპოზიციის გვერდით დამდგარიყო.

„მან უხეშად დაარღვია არაერთგზის კონსტიტუცია და ამას აგრძელებს. სირცხვილია ასეთი მოქცევა ევროპაში გაზრდილი ქალბატონისგან და ჩვენი გუნდის მიერ მოყვანილი პრეზიდენტისგან. უნდა შევახსენო ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რომ მისი რეიტინგი იყო 1% და ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ მოიყვანა ის პრეზიდენტად. ამ ადამიანმა უღალატა როგორც გუნდს, ასევე სახელმწიფოს ინტერესებს. მისი ვიზიტიც ამის კიდევ ერთი დადასტურებაა. მას არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ ქვეყანას მიეღო სტატუსი, მისი მიზანი იყო, რომ რამენაირად წაეღო ეს დიდი მონაპოვარი, რომელიც ხალხთან ერთად ხელისუფლებამ მოიტანა. აქაც განიცადა ფიასკო, თავად აირჩია მან, რომ დამდგარიყო რადიკალური ექსტრემისტული ოპოზიციის გვერდით და მისი ხვედრიც იქნება შესაბამისი, ისიც იზეიმებს დიდ წაგებას ოპოზიციასთან ერთად“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები