“იმედი მაქვს, რომ გვექნება კონსტრუქციული მსჯელობა“ – შალვა პაპუაშვილი 9 პრიორიტეტის შესრულების საკითხის შესახებ ოპოზიციასთან შეხვედრაზე

„იმედი მაქვს, რომ ახლაც გვექნება კონსტრუქციული მსჯელობა. ორი კვირის წინ ძალიან საქმიანი მსჯელობა გვქონდა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციასთან შეხვედრის შესახებ განაცხადა, სადაც 9 პრიორიტეტის შესრულების საკითხი უნდა განიხილონ.

„როდესაც არ არის ლოზუნგების და სლოგანების გაცვლა და არის საქმიანი მსჯელობა, იქ ყველა კონსტრუქციულია. ამიტომ, ჩვენ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ღია ვართ, რომ ვიმსჯელოთ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები