“ნუ არიან წუწკები, რატომ ჰპირდებიან 1 000-ლარიან პენსიას, 10 000-იანი ხომ ჯობს?” – იაგო ხვიჩია ოპოზიციის შესახებ

“ნუ არიან წუწკები – 1000-ლარიან პენსიას რატომ ჰპირდებიან, არ მესმის, 10 000-იანი ხომ ჯობს? და მარტო „მერსედესის“ ქარხანა რა შუაშია, იქვე „ტესლა“ და „ბე-ემ-ვეც“ რომ იყოს არ ჯობია?”, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ოპოზიციური პარტიების დაპირებებზე საუბრისას განაცხადა.

“მარტო „მერსედესის“ ქარხანა რა შუაშია, იქვე „ტესლა“ და „ბე-ემ-ვეც“ რომ იყოს? ასე არ ჯობია? მე ასე დავუკორექტირებდი დაპირებებს ჩვენს კოლეგებს. ნუ არიან წუწკები. მეტი დაჰპირდნენ ქართველ ხალხს. მეტი უნდა დავპირდეთ, რა გენანება? საღი აზრი არ უდევს ამ გათვლებს და ბარემ თუ დაპირებებია ნუ ვიქნებით წუწკები, მეტი დავპირდეთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები