რატი იონათამიშვილი: მამუკა ხაზარაძე სახელმწიფოს განხორციელებული რეკეტის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო, როცა ბიზნესმენებს ატერორებდნენ და უკანონოდ ართმევდნენ ქონებას

ხაზარაძე სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული რეკეტის ერთ-ერთი მთავარი აქტორი და ორგანიზატორი იყო, როდესაც ბიზნესმენებს ატერორებდნენ და უკანონოდ ართმევდნენ ქონებას, მათ შორის, შუაღამით იტაცებდნენ და მათი ნების საწინააღმდეგოდ აწერინებდნენ ათას საშინელებაზე ხელს, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატი, რატი იონათამიშვილი აცხადებს.

მანვე აღნიშნა, რომ “ლელო” კოლექტიური “ნაცმოძრაობის” წარმომადგენელია.

„მართალია, ხაზარაძის და „ლელოს“ მავნებლური პიარით ამ პარტიასა და ადამიანზე უფრო მეტი გავიგეთ, ვიდრე სხვაზე, მაგრამ ის ბანერი, სადაც საკუთარი საარჩევნო ნომრით შუბლის გახვრეტის იმიტაციაა, უკვე პირდაპირ ბოლშევიკური დახვრეტების იმიტაციას იწვევს საზოგადოებაში. სინამდვილეში, „ლელოც“ ისეთივე „ნაცმოძრაობაა“, როგორც ეს პარტია. ისინი ყველანი ერთად არიან „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები. თუ მათ ბიოგრაფიებს გავიხსენებთ, ხაზარაძე სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული რეკეტის ერთ-ერთი მთავარი აქტორი და ორგანიზატორი იყო, როდესაც ბიზნესმენებს ატერორებდნენ და უკანონოდ ართმევდნენ ქონებას, მათ შორის, შუაღამით იტაცებდნენ და მათი ნების საწინააღმდეგოდ აწერინებდნენ ათას საშინელებაზე ხელს“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები