ხატია წილოსანი: ვფიქრობ, კანონის ამოქმედების მერე, ქვეყანაში გვექნება ისეთი მდგომარეობა, რომელიც მოემსახურება, ერთი მხრივ, შინაური ბინადარი ცხოველების რეგისტრაცია-იდენტიფიკაციას და, მეორე მხრივ, ეს იქნება ზრუნვა ცხოველთა კეთილდღეობაზე

,,კანონპროექტის შემუშავების პროცესში მაქსიმალური ჩართულობა იყო უზრუნველყოფილი ყველა მხარის მხრიდან და ჩვენ მივიღეთ ვერსია, რომელიც ინიცირებულია”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ხატია წილოსანმა „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

წილოსანი ფიქრობს, რომ 2025 წლის პირველი ივნისისთვის, როდესაც კანონი სრულად ამოქმედდება, ქვეყანაში იქნება ისეთი მდგომარეობა, რომელიც მოემსახურება, ერთი მხრივ, შინაური ბინადარი ცხოველების რეგისტრაცია-იდენტიფიკაციას და, მეორე მხრივ, ეს იქნება ზრუნვა ცხოველთა კეთილდღეობაზე.

„ყველა არგუმენტი, რომელიც იქნება წარმოდგენილი და შეჯერებული, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2025 წლის პირველი ივნისისთვის, როდესაც კანონი სრულად ამოქმედდება, ქვეყანაში გვექნება ისეთი მდგომარეობა, რომელიც მოემსახურება, ერთი მხრივ, შინაური ბინადარი ცხოველების რეგისტრაცია-იდენტიფიკაციას და, მეორე მხრივ, ეს იქნება ზრუნვა ცხოველთა კეთილდღეობაზე“, – განაცხადა წილოსანმა.

ცნობისთვის, „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტის საჯარო პრეზენტაცია პარლამენტში დღეს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები