გიორგი ჯანჯღავა: საქართველო-თურქეთს შორის ყველა მონაცემმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მათ შორისაა სავაჭრო ბრუნვა და ტურიზმი

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში, გიორგი ჯანჯღავა თურქეთში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ვიზიტს გამოეხმაურა.

ელჩის თქმით, საქართველო-თურქეთს შორის ყველა მონაცემმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მათ შორისაა სავაჭრო ბრუნვა და ტურიზმი.

„მოგეხსენებათ, თურქეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. შეხვედრებზე განიხილება საკითხები, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.
საქართველო-თურქეთს შორის ყველა მონაცემმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. მათ შორისაა სავაჭრო ბრუნვა, ტურიზმი და ა.შ.“, – აღნიშნა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები