“არჩევნების დემოკრატიული წესით ჩატარებასთან დაკავშირებულ სპეკულაციებს გვინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოეღოს” – ირაკლი ქადაგიშვილი

“გვინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოეღოს სპეკულაციებს არჩევნების დემოკრატიული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„ამ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლით დაინტერესებულია ხელისუფლება და დაინტერესებულია ორი მიზეზის გამო. პირველი – ჩვენ გვინდა, ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოეღოს სპეკულაციებს არჩევნების დემოკრატიული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით. მეორე – არჩევნები იქნება ერთ-ერთი მარკერი, რითაც საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე შემდგომი პერსპექტივები გაეხსნება“, – აღნიშნა დეპუტატმა.

მთავრობა საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს იწვევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები