ირაკლი ჩიქოვანი: პოლიტიკური გუნდის, პრემიერ-მინისტრის დავალებაა, მაქსიმუმი გავაკეთო იმისთვის, რომ ხელი შევუწყო ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას

პოლიტიკური გუნდის, პრემიერ-მინისტრის დავალებაა, მაქსიმუმი გავაკეთო იმისთვის, რომ ხელი შევუწყო ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანი, როდესაც იღებს გადაწყვეტილებას, გახდეს სამხედრო მოსამსახურე და საკუთარ სამშობლოს ემსახუროს, ის არის უდიდესი ღირსების მატარებელი და ის არის ადამიანი, რომელსაც შესაბამისი დაფასება სჭირდება.

„ჩვენ გვაქვს ძალიან ფართო, ყოვლისმომცველი გეგმა, რომელიც საჯარო დოკუმენტია და რომელზეც ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ნამუშევარი, როგორც თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, ასევე ბევრი საერთაშორისო პარტნიორის მონაწილეობით არის მიღებული. ეს არის ხედვა 2030, თუ სად გვინდა იყოს ჩვენი თავდაცვა 2030 წელს. ასევე არის კონკრეტული დირექტივები, მინისტრის გადაწყვეტილებები, რომელსაც მივყვებით. მე მექნება საშუალება შევაფასო ამ ყველაფრის მიმდინარეობა და ამ შეფასების საფუძველზე სიახლეები დავნერგოთ. მეორე მხრივ, ჩემი უმთავრესი ამოცანაა ის დინამიკა, რაც ჩვენ გვაქვს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თავდაცვის სფეროში, რაც თავდაცვის ძალების უზრუნველყოფას გულისხმობს, როგორც მათ პროფესიულ საქმიანობაში, ასევე სოციალური მხარდაჭერის პაკეტს, მაქსიმალურად გავზარდოთ, შევეცადოთ, რომ ეს ყველაფერი იყოს მორგებული ჩვენს სამხედროებზე“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები