გიორგი კალანდარიშვილი: საარჩევნო ადმინისტრაცია მიესალმება ქვეყანაში ობიექტური და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიებით ჩამობრძანებას

“საარჩევნო ადმინისტრაცია მხოლოდ და მხოლოდ მიესალმება ნეიტრალური, ობიექტური და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიებით ქვეყანაში ჩამობრძანებას”, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ყველანაირი კონსტრუქციული თანამშრომლობის ფარგლებში სადამკვირვებლო მისიების ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაციით უზრუნველყოფას.

„ჩვენ არაერთხელ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთანაც დაგვიფიქსირებია საარჩევნო ადმინისტრაციის სრული მზაობა და მიმღებლობა მათ ჩამოსვლასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია ის, რომ თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ყველანაირი კონსტრუქციული თანამშრომლობის ფარგლებში სადამკვირვებლო მისიების ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაციით უზრუნველყოფას, ისევე როგორც ნებისმიერ ფორმატში თანამშრომლობის მჭიდრო კავშირების უზრუნველყოფას. დემოკრატიული არჩევნების ჩატარების ერთ-ერთი და ზოგადად არჩევნების მთლიანობის ერთ-ერთი კარგი ინდიკატორი არის ასეთი მექანიზმების გამოყენება, რომელსაც თავის მხრივ რიგ საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული პრევენციული მექანიზმი გააჩნია, ხოლო რიგ საკითხებთან დაკავშირებით კი უზრუნველყოფს საზოგადოების მაღალი ნდობის უზრუნველყოფას არჩევნების პროცესთან მიმართებით და, რა თქმა უნდა, დემოკრატიულ ინსტიტუციების გაძლიერებას“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები