“მივესალმებით საქართველოში სადამკვირვებლო მისიების ჩამოსვლას და პროცესებში აქტიურ მონაწილეობას” – გივი მიქანაძე
“მივესალმებით საქართველოში სადამკვირვებლო მისიების ჩამოსვლას და ამ პროცესებში აქტიურ მონაწილეობას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენს მზაობას, რომ ფართოდ, ღია კარი გავუღოთ სადამკვირვებლო მისიებს. ჩვენ მივესალმებით მისიების ჩამოსვლას და ამ პროცესებში აქტიურ მონაწილეობას. „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი შენაერთებისგან განსხვავებით, ჩვენ ორიენტირი გვაქვს, რომ მაქსიმალურად მაღალი სტანდარტით ჩატარდეს ეს არჩევნები. სრულიად ახალი საშუალებებით მოხდება ამ არჩევნების ჩატარება. ეს ეხება, პირველ ყოვლისა, ელექტრონული მთვლელების გამოყენებას, რომელშიც, ქვეყნის ფარგლებში, ჩვენი ამომრჩევლების 90% მიიღებს მონაწილეობას და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მაქსიმალურად გამოირიცხება რადიკალებისთვის ყოველგვარი სპეკულაციების შესაძლებლობები, რადგან ისინი ყოველთვის ორიენტირებულნი არიან პროცესების საბოტაჟზე, დაზიანებაზე, ერთადერთი მიზნიდან გამომდინარე.
ეს მიზანი არის ის, რომ მათ იციან, რომ ისინი ამ არჩევნებს აგებენ და თავიდანვე ყველაფრის პროვოცირებაზე არიან ორიენტირებულნი, რაც, რა თქმა უნდა, ვერ გამოვა. არჩევნები ჩატარდება უმაღლესი სტანდარტით და თითოეული ხმა დაცული და უზრუნველყოფილი იქნება, რა არჩევანსაც ჩვენი მოქალაქეები გააკეთებენ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
არჩევნებზე დამკვირვებელთა მოწვევის მიზნით, საგარეო უწყებამ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს წერილით მიმართა.