„ხედავენ, რომ არავითარი პერსპექტივა არ აქვთ, რაიმე დააბრალონ ირაკლი კობახიძეს” – მიხეილ სარჯველაძე გახარიას პარტიაზე
“კარგად ხვდებიან, რომ, სწორედ ერთმანეთთან კონკურენციის პირობებში, ვინც მეტ რადიკალურობას გამოავლენს, უფრო წარმატებულნი შეიძლება აღმოჩნდნენ”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ გიორგი გახარიას პარტიაზე საუბრისას განაცხადა.
„ხედავენ, რომ არავითარი პერსპექტივა არ აქვთ, რაიმე დააბრალონ ირაკლი კობახიძეს. რაც უფრო მეტად აბსურდული იქნება მათი ბრალდება, რომელსაც მერე მას წამოუყენებენ, შეიძლება ვარაუდობენ, რომ უფრო დამაჯერებელი და სენსაციური შეიძლება აღმოჩნდეს“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.