მიხეილ სარჯველაძე: ყველასთვის აშკარაა, რომ სალომე ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია, გახლავთ არა პრეზიდენტი, არამედ – ოპოზიციის ფლანგზე მოქმედი რიგითი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი

“ყველასთვის აშკარაა, რომ სალომე ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია, გახლავთ არა პრეზიდენტი, არამედ – ოპოზიციის ფლანგზე მოქმედი რიგითი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, რომან გოცირიძის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

სარჯველაძის შეფასებით, გოცირიძის განცხადება წამოცდენა არ არის.

“ამ შემთხვევაში, არ მგონია, რომ ეს იყო უბრალოდ წამოცდენა ბატონი გოცირიძის მხრიდან. ეს განცხადება, როგორც ჩანს, განპირობებულია იმით, რომ თვითონაც კარგად ხვდებიან, ამის დამალვას უკვე უბრალოდ აზრი არ აქვს. ყველასთვის აშკარაა, რომ სალომე ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია, რაც გახლავთ არა პრეზიდენტი, არამედ ოპოზიციის მხარეს და ფლანგზე მოქმედი ერთ-ერთი რიგითი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი. მისი აქტივობები, განცხადებები, რიტორიკა, მისი მუშაობის სტილი, გამწვავების მცდელობებიც – სწორედ ამ მიზანს ისახავს, რომ ამ შემთხვევაში, პროცესები უფრო რადიკალური გახდეს. ოპოზიციონერების შეცვლილი რიტორიკა ზურაბიშვილთან მიმართებით შესაძლებელი აიხსნას მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ გარკვეული ცენტრი არსებობს, საიდანაც იმართება, ამ შემთხვევაში, ზურაბიშვილიც და ის ოპოზიცინიორებიც, რომლებმაც დამოკიდებულება შეიცვალეს”, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

ცნობისთვის, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები ირიბად ოპოზიციის ინტერესებში შედის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები