“სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, რა თქმა უნდა, ირიბად ოპოზიციის ინტერესებში შედის” – რომან გოცირიძე

“სალომე ზურაბიშვილის განცხადებები თუნდაც „ქართული ოცნების“ მხილების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ირიბად ოპოზიციის ინტერესებში შედის”, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა.

„ეს ქარტია, რომელიც უნდა შეიქმნას, არ არის ვინმეს დასახმარებლად ან რომელიმე პარტიის დასახმარებლად. მაგრამ ქარტიის შინაარსი, ისევე, როგორც 9 რეკომენდაციის შესრულების საკითხები, სადაც საუბარია ოპოზიციის გაძლიერებაზე, სამართლიან არჩევნებზე, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე და ა.შ. ბუნებრივია, მისი შესრულება შედის ქვეყნის ინტერესებში და ოპოზიციის ინტერესებშიც. სალომე ზურაბიშვილის განცხადებები თუნდაც „ქართული ოცნების“ მხილების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ირიბად ოპოზიციის ინტერესებში შედის“, – აღნიშნა გოცირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები