რატი იონათამიშვილი: პრემიერს ჰქონდა ძალიან სწორი გზავნილი, რომ მთავრობა უნდა იყოს მაგალითის მიმცემი გამჭვირვალობის თვალსაზრისით

პრემიერს ჰქონდა ძალიან სწორი და მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ მთავრობა უნდა იყოს მაგალითის მიმცემი გამჭვირვალობის თვალსაზრისით. ეს გზავნილი გახარიებისთვის აღმოჩნდა შოკისმომგვრელი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, მათი არაბუნებრივი რეაქციები აჩენს ლოგიკურ კითხვებს, რომ მართლა რაღაც დანაშაულის ნიშნებთან ხომ არ გვაქვს საქმე,
მათი მუშაობის დროს.

„ისინი აჩვენებენ თავიანთ რეალურ სახეს, რომ ცილისწამება, თავდასხმა, უსაფუძვლო ბრალდებები მათი სამარკო ნიშანია ისევე, როგორც იქამდე ღალატი და გადაგდება იყო“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები