“საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ 2024 წლის არჩევნები მაღალი ევროპული სტანდარტებით ჩატარდება”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეუთო/ოდირის დამკვირვებლებს შესაძლებლობა ექნებათ, საქართველოში არჩევნებს დააკვირდნენ.
„საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ 2024 წლის არჩევნები ჩატარდება მაღალი ევროპული სტანდარტებით, გამჭვირვალედ და მაღალ კონკურენტუნარიან გარემოში. გარდა განცხადებებისა გვქონდა ვალდებულებაც 9 პუნქტის შესაბამისად, რომ საქართველოს ხელისუფლება მოიწვევდა ეუთო/ოდირის დამკვირვებლებს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეუთო/ოდირის დამკვირვებლებს შესაძლებლობა ჰქონდეთ საქართველოს არჩევნებს დააკვირდნენ, რადგან ეს არის ჩვენი მთავრობის ინტერესი, რომ იყოს მაქსიმალურად გამორჩეული არჩევნები“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.