თეონა აქუბარდია: მთავარი პრობლემა არა რომელიმე პოლიტიკოსის წარსული, არამედ ხედვების ნაკლებობაა
ოპოზიციაში გადაჯგუფებები საკმაოდ ზანტი და ნელი ტემპით მიმდინარეობს, რაც არ არის სწორი მოცემულობა, არც ის არის სასიამოვნო სანახავი, როგორი გაცხარებული საუბარი მიმდინარეობს ოპოზიციურ პარტიებს შორის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
მისივე შეფასებით, პოლიტიკურ სპექტრში მთავარი პრობლემა ხედვების ნაკლებობაა.
„სამწუხაროდ, ლანძღვის გარდა, ხედვებიც უნდა არსებობდეს იმ პრობლემების გარშემო, რაც მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს. მოცემულ სიტუაციაში მთავარი პრობლემაა არა რომელიმე პოლიტიკოსის წარსული, არამედ ხედვების ნაკლებობა. წარსულის მიუხედავად, მომავალზე უნდა იყოს მსჯელობა“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.