ირაკლი ქადაგიშვილი: რადიკალური ოპოზიციის ინტერესებში არ შედის ქვეყნის წარმატება არც ქვეყნის შიგნით და, მით უმეტეს, არც ევროინტეგრაციის გზაზე
“რადიკალური ოპოზიციის ინტერესებში არ შედის ქვეყნის წარმატება არც ქვეყნის შიგნით და, მით უმეტეს, არც ევროინტეგრაციის გზაზე. ეს მათთვის მომაკვდინებელი რამ არის. ამიტომ, მუდმივად იქნებიან სპეკულაციაში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციები წლის ბოლომდე შესრულდება.
“ჩვენ მკაფიოდ გვაქვს ნათქვამი, რომ ვალდებულებები წლის ბოლომდე შესრულდება. მოლაპარაკებების გახსნასთან სამი საკითხია დაკავშირებული. ერთი ეს არის ვალდებულებების შესრულება და ისინი შესრულდება, ეჭვი არავის შეეპაროს, მეორე ეს არის არჩევნები, მისი ნორმალურად და კარგად ჩატარება იქნება ერთ- ერთი ინდიკატორი და მესამე არის პოლიტიკური და გეოპოლიტიკური კონტექსტი, რამაც მოლაპარაკების გახსნას ხელი უნდა შეუწყოს. ეს მესამე ხელშემწყობი, საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია და მთლიანად საქართველოზე დამოკიდებული არ არის, პირველ ორ ფაქტორს საქართველო შეასრულებს. საუბარია მთელი რიგი საკითხების იმპლემენტაციაზე, ეს არის პროცესი, რომლის ცხოვრებაში გატარებას დრო და შესაძლოა, კორექტივები სჭირდებოდეს, ამიტომ ახლა, შუა გზაზე 1- ელ მარტს ვიტყვით, 15 ივლისს თუ 12 სექტემბერს, ასეთი არც დათქმა და არც მოთხოვნა ევროკომისიასთან ერთად შედგენილ სამოქმედო გეგმაში არ წერია. რადიკალური ოპოზიციის ინტერესებში არ შედის ქვეყნის წარმატება არც ქვეყნის შიგნით და მით უმეტეს არც ევროინტეგრაციის გზაზე. ეს მათთვის მომაკვდინებელლი რამ არის. ამიტომ მუდმივად იქნებიან სპეკულაციაში, საბოტაჟში ჩართული და ეცდებიან პროცესი ან დააზიანონ ან ჩრდილი მიაყენონ. ლელოს დემონსტრაციული ობსტრუქციაც საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის ერთ- ერთი გამოხატულებაა. ეს არის სრული ობსტრუქცია, პოპულიზმი და გათვლილი იმაზე, რომ რაც შეიძლება მძიმე სურათი დახატონ”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.