“სალომე ზურაბიშვილს მიუნხენის კონფერენციაზე ფონი მომზადებული ხვდება, რომ საქართველოს წინააღმდეგ მთელი რიგი გზავნილების გაგზავნა გააგრძელოს” – ირაკლი ქადაგიშვილი

„მიუნხენის კონფერენციაზე ზურაბიშვილს მომზადებული ფონი ხვდება ქვეყნის წინააღმდეგ გზავნილების გაჟღერებისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა მოუხენის კონფერენციის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ჩანაწერი ბიძინა ივანიშვილს ეხება და ის ოლიგარქად არის მოხსენიებული, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაზეა პასუხისმგებელი.

“ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია – კარგად რომ ვიცოდეთ და არა ოფიციალური სახელმწიფო სტრუქტურა, ეს არის პლატფორმა, სადაც სხვადასხვა აქტორები გამოდიან ხოლმე. ეს არის შიდა პოლიტიკური ბრძოლის გადატანა ამ ერთ-ერთ საერთაშორისო პლატფორმაზე. ზურაბიშვილს იქ ეს ფონი მომზადებული ხვდება, რომ საქართველოს წინააღმდეგ მთელი რიგი გზავნილების გაგზავნა გააგრძელოს. არიან ძალები ქვეყნის შიგნით, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლის შანსი ეცლებათ და მათი ლობისტები უცხოეთში არცერთ შანსს არ უშვებენ, რომ შიდა პოლიტიკური რადიკალური ძალები გაააქტიურონ და საკვები მისცენ. სწორედ, ამ კონტექსტშია გაჩენილი ეს ჩანაწერი. თანასპონსორი არის ბევრი ორგანიზაციები, მაგრამ ამ კონფერენციაზე გამოთქმული აზრი არ ნიშნავს გერმანიის პოზიციას.

ეს არ არის გერმანიის ოფიციალური პოზიცია და როგორ უნდა დაიბარო ელჩი იმაზე, რაც არ არის ოფიციალური პოზიცია. ეს არის რომელიღაც კერძო, კვლევითი, ანალიტიკური რაღაც, მისი დასკვნაა ჩაწერილი. ეს არაფერი არ არის იქიდან გამომდინარე, რომ ჩვეულებრივი პოლიტიკური ბრძოლაა ქვეყნის შიგნით, რომელსაც გარეშე აქტორები ჰყავს მხარდამჭერი.

მათ ეს ლობირება გასწიეს, ეს ფრაზა მოახვედრეს იმისათვის, რომ ქვეყნის შიგნით ჰქონდეს რადიკალურ ოპოზიციას, რომელსაც არაფერი ხელმოსაჭიდი არ აქვს, ჰქონდეს დღევანდელი სიუჟეტი, დასხდებიან ეთერებში და დიდხანს ილაპარაკებენ საქართველოს უკუსვლაზე მაშინ, როცა ყველა ოფიციალური რეზულტატი წინსვლას აგრძელებს”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები