გიორგი კახიანი – ოპოზიციაზე: იმდენ შეცდომას უშვებენ, რომ მათ 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსები საერთოდ არ აქვთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – გიორგი კახიანი აცხადებს, რომ ხელისუფლების ოპონენტები იმდენ შეცდომას უშვებენ მათ საარჩევნო 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვთ.
მისი შეფასებით, ქვეყანაში ოპოზიციური ძალა არ არსებობს და ყველა მათგანი “კოლექტიური “ნაცმოძრაობაა”.

“უკვე იმდენ შეცდომას უშვებენ, რომ მათ 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსები საერთოდ არ აქვთ. არავითარი ოპოზიციური ძალა არ არსებობს – ეს არის ერთიანი, კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა”, უბრალოდ, ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, მათი სტრატეგიაა, რომ დისტანცირდნენ “ნაციონალური მოძრაობისგან”, თუმცა, ეს ყველაფერი მოჩვენებითია – როგორც კი ამის საჭიროება გაუხდებათ, კვლავ გაერთიანდება და ისევ ერთად იქნებიან”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები