სანდრო რაქვიაშვილი: არ მგონია, რომ ამ ქვეყანაში არის ადამიანი, რომელიც დაიჯერებს, რომ გვარამია „ნაცი“ არ არის – ბოლოს და ბოლოს, მიშას გამო მიტინგზე იტირა
მე უბრალოდ არ მგონია, რომ ამ ქვეყანაში არის ადამიანი, რომელიც დაიჯერებს, რომ გვარამია „ნაცი“ არ არის, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ნიკა გვარამია „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პროპაგანდისტი იყო და მიშას გამო მიტინგზე ტიროდა.
„პირიქით, მგონია, რომ საუკეთესო ტაქტიკა იქნებოდა დაემტკიცებინა, რომ ის უფრო „ნაცია“, ვიდრე მაგალითად ხაბეიშვილი. იმის მტკიცება, რომ ისინი „ნაცები“ არ არიან და იმ ელექტორატზე მუშაობენ, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა არ მოსწონს [არ არის დამაჯერებელი]. შეიძლება ასეთი უცნაური ხალხი [ვინც ამას დაიჯერებს] ჩვენს ქვეყანაში არსებობენ, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ბევრნი არიან“, – აღნიშნა რაქვიაშვილმა.