თურქეთში, ერზინჯანის მთიან პროვინციაში, ოქროს მაღაროში ნგრევა მოხდა.
ოფიციალური პირების თქმით, მიწისქვეშეთში 9 მუშა იმყოფება.
როგორც ცნობილია, კოპლერის მაღაროში ნგრევა ადგილობრივი დროით 14:30 საათზე მოხდა.
შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას განცხადებით, მაღაროში მეწყერი ჩამოწვა, რის შემდეგაც ცხრა მუშას არ დაკავშირებიან.
მისივე თქმით, შემთხვევის ადგილზე 400 სამძებრო მაშველი მუშაობს.
AFAD-ის სასწრაფო დახმარების სააგენტოს ცნობით, შემთხვევის ადგილზე მაშველები მიმდებარე პროვინციებიდან მივიდნენ.
ამავდროულად, ერზინჯანის ხელმძღვანელმა, ბექირ აქსუნმა ტელეარხ Haberturk-ს განუცხადა, რომ 10-იდან 12-მდე თანამშრომელი დაკარგულად ითვლება.
შს მინისტრის ინფორმაციით, საწარმოში 667 თანამშრომელი მუშაობდა.