კაიროში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ეგვიპტურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პროცესში აშშ-ს, ისრაელის, ეგვიპტისა და კატარის მაღალი რანგის ოფიციალური პირები მონაწილეობენ.
ამასთან, საერთაშორისო თანამეგობრობა ისრაელს ღაზას სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰში, სადაც 1.5 მილიონამდე ადამიანი იმყოფება, ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
გასულ კვირას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა „ჰამასის“ მიერ შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის წინადადებები უარყო.
როგორც ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, ღაზაში „ტოტალური გამარჯვება“ რამდენიმე თვეში იყო შესაძლებელი.
მოგვიანებით მან ისრაელის ჯარებს სახმელეთო ოპერაციის გასაფართოებლად მომზადებისკენ მოუწოდა და პირობა დადო, რომ რაფაჰში დამალულ „ჰამასის“ შეიარაღებულ პირებს დაამარცხებდა.