ბექა დავითულიანი: ყოველგვარი კვლევის გარეშე, ღამე ჩვენი ქალაქის ქუჩებში რომ დავდივართ, ყველა ვხვდებით, რომ ქუჩებში სიარული ნამდვილად უსაფრთხოა
მმართველი გუნდის წევრი, ბექა დავითულიანი Numbeo.com-ის მონაცემებზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ სტატისტიკას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ევროპის ქვეყნებს შორის საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ტურისტებისთვის ღამის საათებში გადასაადგილებლად.
დავითულიანის შეფასებით, ქუჩებში სიარული ნამდვილად უსაფრთხოა.
„ეს არის კარგი და ყოველგვარი კვლევის გარეშე, ღამე ჩვენი ქალაქის ქუჩებში რომ დავდივართ, ყველა ვხვდებით, რომ ქუჩებში სიარული ნამდვილად უსაფრთხოა. პირველ რიგში ეს საზოგადოების დამსახურებაა, რომელიც ტოლერანტულია უცხოელების მიმართ და შემდეგ ყველა იმ უწყების, რომელიც ჩართულია ამ ქვეყნისა და ქალაქის უსაფრთხოების შექმნაში“, – აცხადებს დავითულიანი.