“2020 წელს, გახარიას გადაწყვეტილებით, სამთავრობო გადაწყვეტილებები საჯაროობას მოკლებული გახდა, ხოლო როდესაც ირაკლი კობახიძე გახდა პრემიერი, ეს მიმართულება გადაიხედა” – ირაკლი ზარქუა
“2020 წელს, მაშინდელი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, სამთავრობო ოქმები თუ გადაწყვეტილებები საჯაროობას მოკლებული გახდა. შემდეგ ინერციით გაგრძელდა და როდესაც ირაკლი კობახიძე გახდა პრემიერმინისტრი, ეს მიმართულება გადაიხედა და ღია, გამჭვირვალე გახდება”, – ამის შესახებ „ქრონიკასთან” რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
„რეალობა ისაა, რომ 2020 წელს, მაშინდელი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით სამთავრობო ოქმები თუ გადაწყვეტილებები საჯაროობას მოკლებული გახდა. შემდეგ ინერციით გაგრძელდა და როდესაც ირაკლი კობახიძე გახდა პრემიერ-მინისტრი, ეს მიმართულება გადაიხედა და ღია და გამჭვირვალე გახდება. ეს სწორიცაა: ყველა სამთავრობო გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნება, შესაბამისად, აიტვირთება შესაბამის ვებგვერდზე. როდესაც ამაზე დავიწყეთ საუბარი და სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, „გახარიებმა“ და ხელმოცარულმა ოპოზიციამ ამაზე დაიწყეს შეტევა.
როდესაც გაიგეს, თუ რასთან გვქონდა საქმე და რომ ეს მათი ლიდერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო თავის დროზე, შემდეგ უკვე შეცვალეს ტექსტი და ტონალობაც. ეს არის მათი ხელწერა. მთავარია, რომ ყველა სამთავრობო გადაწყვეტილება იქნება საჯარო, გამჭვირვალე და ეცოდინება ერსაც და ბერსაც“, – აღნიშნა ზარქუამ.
მთავრობის ადმინისტრაციამ ოფიციალურ ვებგვერდზე მთავრობის მეთაურის განკარგულებების გამოქვეყნება დაიწყო.