ბექა დავითულიანი: ნიკა გვარამია „ნაცმოძრაობის“ ორგანული ნაწილია

მმართველი გუნდის წევრი, ბექა დავითულიანი ნიკა გვარამიას მიერ ახალი პოლიტიკური გუნდის შექმნის საკითხს გამოეხმაურა.

დავითულიანის განცხადებით, ნიკა გვარამიამ რაც  უნდა ქნას, ის „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანული ნაწილია.

“ხაბეიშვილთან რომ რცხვენია და აღარ უნდა იქ ყოფნა. მანვე შექმნა ის სისტემა, სადაც ხაბეიშვილის არჩევა შეუძლიათ, მე ხომ არ შემიქმნია. ეს მისი პირადი პრობლემაა და არა ქვეყნის პოლიტიკური. რა თქმა უნდა, ნიკა გვარამიამ რაც არ უნდა ქნას ის „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანული ნაწილია. ახლა მარტივ მამრავლებად რომ დაიშალონ, სადღაც აუცილებლად შედგებიან იმიტომ, რომ მათ ქიმია აქვთ ერთნაირი“, – აღნიშნა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები