„რაც უნდა ახალი ბრენდით, განსხვავებული სახელწოდებებით იჟონგლიოროს ვინმემ, ბუნებრივია, შინაარსი გახლავთ აბსოლუტურად ერთი და იგივე“ – მიხეილ სარჯველაძე გვარამიას პარტიაზე

“რაც  უნდა ახალი ბრენდით, განსხვავებული სახელწოდებებით იჟონგლიოროს ვინმემ, ბუნებრივია, აქ შინაარსი გახლავთ აბსოლუტურად ერთი და იგივე”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ნიკა გვარამიას პარტიის შესახებ განაცხადა.

„პოლიტიკურმა სპექტრმა რომ დაიჯეროს და თქვას, კი, ეს (ნიკა გვარამია) არასდროს ყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და საერთოდ შეხება არ ჰქონია „ნაციონალურ მოძრაობასთანო“, საზოგადოება ხომ არ არის ასეთი გულმავიწყი?!

რაც უნდა ახალი ბრენდით, ახალი, განსხვავებული სახელწოდებებით იჟონგლიოროს ვინმემ, ბუნებრივია, აქ შინაარსი გახლავთ აბსოლუტურად ერთი და იგივე, პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება, ეს არის შეუსრულებელი მისია ისეთი ხალხისგან, რომელიც თავიდან ბოლომდე „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანულ ნაწილს წარმოადგენდა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები