ბექა დავითულიანი: „ლელო“ ხელისუფლებაში ვერ მოვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ბექა დავითულიანის განცხადებით, “ლელო” ხელისუფლებაში ვერ მოვა.

მისივე თქმით, აღნიშნული პარტია ამომრჩევლის მოტყუებას ცდილობს.

„ლელოს“ აქვს არა ხელისუფლებაში მოსვლის ამბიცია, არამედ ჰყოფნის უტიფრობა, საკუთარი ამომრჩეველი მოატყუოს, თითქოს ასეთი ამბიცია აქვს. „ლელო“ ხელისუფლებაში ვერ მოვა და ეს ძალიან კარგად იცის მისმა ყველა ლიდერმა. „მუსტანგის“ არ იყოს, როგორც ჩანს, მის პატრონსაც აუდუღა ტვინში რაღაცამ. „ლელოს“ აქვს საოცარი მათემატიკა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გვაჩვენეს, რომ არ აქვთ რაღაც განსაკუთრებული უნარი მათემატიკისგან პოეზიის გაკეთების. 6 პროცენტით ხელისუფლებაში როგორ უნდა მოვიდნენ, მათ უნდა ჰკითხოთ“, – განაცხადა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები