მამუკა მდინარაძე: გარანტირებულად შემიძლია, გითხრათ, რომ ოპოზიცია ვერ წარმოადგენს საკუთარ წინადადებებს 9 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებით

,,გარანტირებულად შემიძლია, გითხრათ, რომ ოპოზიცია ვერ წარმოადგენს საკუთარ წინადადებებს 9 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ რაც აქამდე წარმოადგინეს, იმავეს წარმოადგენენ”, – ამის შესახებ,, ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, ოპოზიციის წინადადებები რაციონალური არც ადრე ყოფილა.

„მათ მიერ წარმოდგენილი არცერთი წინადადება არ ყოფილა რაციონალური, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ყველა მათგანი არის უპრეცედენტო. ე.ი. მათ მოიტანეს არაფერი და არაფრის გაზიარებას ჰაერიდან მხოლოდ იმის გამო, რომ ეს არაფერი სპეკულაციის საფუძველი იყო მათთვის, არ ვაპირებთ. შესაბამისად, გავიზიარებთ იმას, რაც არის რაციონალური და დემოკრატიული ქვეყნების მაგალითები, პრეცედენტები. არ გავიზიარებთ იმას, რაც არ გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები